1. გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი და ასე.შემდეგ.) სანიტარულ - ჰიგიენური მდგომარეობის მაჩვენებლების ერთობლიობა, რომელიც განისაზღვრება ნორმალური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისთვის საჭირო გარემოს დაბინძურების შეზღუდული დონის მიხედვით; 2. თვისობრივ - რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლის დაცვა უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხო ან ოპტიმალურ პირობებს (მაგალითად:საცხოვრებელი ფართის ნორმა ოჯახის ერთ წევრზე, წყლის ხარისხის ნორმა, ჰაერისა და ასე.შემდეგ.).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024