ბერძნული. sapros - დამპალი, ხრწნადი) 1) წყლის ორგანიზმების ბინადრობის შესაძლებლობა წყალში, რომელიც შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს; 2) დაშლილი ორგანული ნივთიერებებით წყლის გაჯერების ხარისხი. იგი დგინდება წყლის თემებში საპრობიული ორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობის შესაბამისად. წყალსატევის დაბინძურების ხარისხის დახასიათება ჰიდრობიონტების სახეობრივი შემადგენლობისა და მასის მიხედვით. განასხვავებენ პოლისაპრობულ (ძალზე დაბინძურებულ),მეზოსაპრობულ (საშუალო ხარისხით დაბინძურებულ) და ოლიგოსაპრობულ (ყველაზე უფრო სუფთა) წყალსატევებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024