(ბერძნული-დან sapros – დამპალი და fagos - მშთანთქმელი) - ორგანიზმი დესტრუქტორი, რომელიც იკვებება ორგანული ნარჩენებით (სინონიმი - დეტრიტოფაგი), ბუნებაში სანიტარის როლს ასრულებს. მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ წყლის ობიექტებში და ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებულ ნიადაგში, იყენებენ საკვებად ორგანულ ნარჩენებს და ექსკრემენტებს. სინ.: საპრობიონტი; საპროტროფი; საპროფიტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024