ნიადაგის ჰორიზონტებში ფილტრაციის გზით, ჩამდინარე წყლების ბუნებრივი ბიოლოგიური გაწმენდისთვის სპეციალურად მომზადებული მიწის ნაკვეთები, სარწყავმინდვრებზე კულტივირებული სასოფლო - სამეურნეო მცენარეების ერთდროული მორწყვით. ასეთ მინდვრებზე ძირითადად შინაური ცხოველების საკვები მცენარეებია გაშენებული: სასილოსე სიმინდი, ძირეული კულტურები, მრავალწლიანი ბალახები. საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებში არსებული საკვები ნივთიერებები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი) მცენარეებისთვის ძვირფას სასუქებს წარმოადგენენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024