&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
საა საგ საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საყ საშ საც საწ სახ საჰ

სასიცოცხლო ფორმა

ორგანიზმის გარეგნული სახე, მორფოლოგიური, ანატომიური, ზიოლოგიური და ქცევითი ნიშნების კომპლექსი, რომელშიც აისახება მისი ადაპტაცია გარემო პირობებთან. მსგავს გარემო პირობებში, ორგანიზმებს, სისტემატიკით აშორებული ჯგუფებიდანაც კი, მაგალითად, წყლის გარემოში მობინადრე თევზებს, უმწოვრებს, ფრინველებს (ზვიგენი, დელფინი, პინგვინი), შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი სასიცოცხლო ფორმა. არსებობს სასიცოცხლო ფორმების სხვადასხვა კლასიფიკაცია (დამოკიდებულია სასიცოცხლო გარემოში ცხოველების გადაადგილების უნარზე, მცენარეთა მდგომარეობაზე ნიადაგის ზედაპირთან მიმართებით და კვირტების დაცვის მეთოდზე, მცენარეების ზრდის ფორმაზე და ასე.შემდეგ.). ცხოველებისა და მცენარეების განსხვავებული სასიცოცხლო ფორმის არსებობა ერთ ეკოსისტემაში მათ ეხმარება: რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაში, დაიკავონ სხვადასხვა ეკოლოგიური ნიშნები და შეინარჩუნონ უფრო მაღალი ბიოლოგიური პროდუქციის წარმოებაში. ეკოლოგიური ნიშები და შეინარჩუნონ მაღალი ბიოლოგიური მრავალფეროვნება, უფრო მაღალი ბიოლოგიური პროდუქციის წარმოებაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9