ნივთიერება ან აგენტი, რომელიც ნიადაგში ან წყლის ობიექტში შეყვანისას ქმნის პირობებს მცენარეთა და მიკროორგანიზმების დაჩქარებული ზრდისა და განვითარებისათვის. ნივთიერებები მცენარეთა კვებისა და ნიადაგის ნაყოფიერების ზრდისთვის. მათი ეფექტი განპირობებულია იმით, რომ ისინი მცენარეებს აწვდიან ერთ ან რამდენიმე დეფიციტურ ქიმიურ კომპონენტს, რომლებიც აუცილებელია მათი ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის. მინერალურ სასუქებს იყენებენ ნიადაგში საკვები ნივთიერებების მარაგის შესავსებად, როგორიცაა ფოსფორი (P), კალიუმი (K), აზოტი (N). თუ ამ სასუქებს ცალკე იყენებენ, მათ უწოდებენ მარტივს (სუპერფოსფატი, კალიუმის ქლორიდი, ამონიუმის ნიტრატი). ნაკვეთში შეტანისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სასუქების ნარევი, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ართულებს გამოყენებისთვის მომზადებას და აუარესებს ყანაში მათი განაწილების ხარისხს. ამიტომ, ფართოდ გამოიყენება რთული სასუქები (ნიტროფოსკა (ფოსფორი, აზოტი და კალიუმი) და ამოფოსი (ფოსფორი და აზოტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024