(სასმელი წყლისთვის) - სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ასუფთავებენ წყალს დამაბინძურებლებისგან: ორგანული ნივთიერებებისგან (ფენოლები, ნავთობპროდუქტები), მძიმე მეტალებისგან (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, რკინა, მანგანუმი, ქრომი და ასე.შემდეგ.) და ასევე ამცირებენ წყლის სიხისტეს. მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო ფილტრები შეიძლება დაიყოს ჯგუფებად: 1. გამდინარე ნაკადის ტიპის ფილტრები, რომლებიც მოქმედებენ ადსორბციის პრინციპის საფუძველზე, მაგალითად, როდესაც მაფილტრებელ მოწყობილობაში განთავსებული აქტივირებული ნახშირი, მასალა ნანოზომების ფორებით, ან იონის გაცვლის ფისოვანი, ფილტრში გავლისას აკავებენ წყალში გახსნილ დამაბინძურებელ ნივთიერებებს; 2. ფილტრები, რომლებიც მოქმედებენ წყლის ელექტროქიმიურ დამუშავების საფუძველზე. აქ რიგ ფიზიკა - ქიმიურ პროცესებს აქვს ადგილი, რომლებიც დაკავშირებულია რედოქსურ რეაქციებთან, კოაგულაციასთან, დამაბინძურებლების ძნელად ხსნად ნალექებში გადაყვანასა და მათ გამოყოფასთან; 3. ჩასასხმელი ტიპის ფილტრები ("დოქები"), რომელშიც სტატიკურ პირობებში, გასაწმენდი წყლის კონტაქტისას ადსორბენტთან (ცეოლითი, აქტივირებული ნახშირრი, შუნგიტი, ვერცხლი), წყლის ადსორბცია და დეზინფექცია წარმოებს. თითოეულ ფილტრს აქვს საკუთარი სამუშაო რესურსი, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, არა მხოლოდ მწარმოებლის მიერ დამუშავებულ მოწყობილობაზე, არამედ წყლის საწყის ხარისხზეც.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024