&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
საა საგ საე სავ საზ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საყ საშ საც საწ სახ საჰ

საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები

აერთიანებს მეტეოროლოგიურ და ხშირად მათ მიერ გამოწვეულ ჰიდროლოგიურ მოვლენებს, რომლებიც ინტენსივობითა და ხანგრძლივობით საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებას და ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ სექტორებს ან ბუნებრივ პირობებს. მათ მიეკუთვნება ძლიერი ქარები (ტროპიკული ციკლონები, ტაიფუნები და სხ.), ქარიშხალი (ტორნადო), გრიგალი, სეტყვა, მოყინვები და ჭირხლი, ლიპი, ქარბუქები, კოკისპირული წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, დიდთოვლობა, ნის-ლები, ჭექა - ქუხილი, მტვრიანი ქარბუქი, ანომალური სიცხეები, შემცირებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხილვადობა. ეს უკანასკნელი ფენომენი განსაკუთრებით საშიშია ავიაციისთვის, როდესაც ფრენის არეალში ღრუბლების მიერ მთებისა და გორაკების მწვერვალების ეკრანირებას აქვს ადგილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9