ნივთიერება, რომელიც არის ტოქსიკური, კანცეროგენური, მუტაგენური, ტერატოგენური ან ბიოაგროვებითი, განსაკუთრებით როდესაც მდგრადია ნარჩენების აუცილებელი ნიშნებია: საშიშროება და მათი წარმოების აკრძალვა. საშიში ნივთიერებები - აალებადი, ჟანგვითი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, მაღალტოქსიკური ნივთიერებები და ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ გარემოს. ეს არის რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, ასევე სხვა აკრძალული სახიფათო ნარჩენები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია, მაგალითად ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისთვის, რომელთა წარმოება აკრძალულია გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისას, რომელთა წარმოება აკრძალულია დადგენილზე მეტი რაოდენობით, ან გარკვეული კონცენტრაციით, ან გარკვეულ ადგილებში და გარკვეულ პერიოდებში, ან ნებართვის - ლიცენზიების გარეშე. საშიში ნარჩენები მოიცავს ნედლეულს, რომელიც არ არის შესაფერისი წარმოებისთვის ან დაკარგა სამომხმარებლო თვისებები, მათი გამოუყენებელი ნარჩენები, ნაკეთობები, პროდუქტები ან მყარი, თხევადი, პასტისებრი, აიროვანი და ორთქლისებრი ნივთიერებები და ენერგია, რომელთაც შეუძლიათ ცოცხალ არსებათა, ადამიანის ჩათვლით, მოწამლვა ან მათი საარსებო გარემოს სხვაგვარი დაზიანება გამოიწვიონ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024