1. ბუნებრივი კომპლექსების ან მათი კომპონენტების შესანარჩუნებლად ან აღსადგენად და ეკოლოგიური წონასწორობის დასაცავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზოგიერთ შემთხვევაში მუდმივად) შექმნილი ტერიტორიები, რომელთა ფარგლებში აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული ტიპები და ფორმები ერთი ან რამდენიმე სახის ცოცხალი არსების, ბიოგეოცენოზის, ეკოლოგიური კომპონენტების ან დაცული ტერიტორიის ზოგადი ბუნების დაცვის მიზნით. 2. ხელუხლებელი ბუნებრივი კომპლექსების (ბუნების ეტალონების) შენარჩუნების, ცოცხალი სახეობების დასაცავად და ბუნებრივი პროცესების მონიტორინგის მიზნით, მთლიანად გამორიცხული ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისაგან (მათ შორის ადამიანთა ვიზიტებისგან), კანონით ან ადათ - წესებით განსაკუთრებულად დაცული სივრცე (ხმელეთის ტერიტორია, წყლის აკვატორია). ნაკრძალები გარემოსდაცვით, სამეცნიერო-კვლევით და ეკოლოგიურ - საგანმანათლებლო დაწესებულებებს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics oღონისძიებათა სისტემა რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათში ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნილებების ზრდის დასაკმაყოფილებლად, ძირითადად ეკონომიისა და რესურსების დამზოგავ ტექნოლოგიების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის წარმოებას საწვავისა და ენერგიის სხვა წყაროების და აგრეთვე ნედლეულის, მასალის, ჰაერის, წყლისა და, ტექნოლოგიური მიზნებისათვის საჭირო, სხვა რესურსების მინიმალურად დაბალი მოხმარებით.f Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,