ბუნებრივი წარმოშობის მოვლენა ან ბუნებრივი პროცე-სების შედეგი, რომელსაც მათი ინტენსივობის, გავრცელების მასშტაბისა და ხანგრძლივობის გამო, შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, ეკონომიკურ ობიექტებსა და ბუნებრივ გარემოს. სახიფათო ბუნებრივ მოვლენებს, რომლებიც იწვევენ საგანგებო სიტუაციებს ეწოდება სტიქიური უბედურებები. მათ შორისაა მიწისძვრები, წყალდიდობები, ცუნამიები, შტორმები, ქარიშხლები, ტორნადოები, ტაიფუნები, ჩამოქცევები, მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, ტყის და ტორფის ხანძარი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024