&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სედ სეზ სელ სეტ

სელექცია

ლათინური. seligere - შერჩევა) - მეცნიერება ცხოველთა ახალი ჯიშების, მცენარეთა ხარისხის და მიკროორგანიზმების შტამების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების მეთოდების შესახებ. სელექცია შეიმუშავებს მცენარეებზე და ცხოველებზე ზემოქმედების მეთოდებს, მათ შორის ისეთს, რომელშიც თანმიმდევრულად არახელსაყრელ გარემო პირობებთან ადაპტირებულ სახეობებს ენიჭება უპირატესობა, რათა შეიცვალოს მათი მემკვიდრეობითი თვისებები ადამიანებისთვის საჭირო მიმართულებით. ასევე სელექციას უწოდებენ სოფლის მეურნეობის დარგს, რომელიც სოფლის მეურნეობის კულტურების და ცხოველების ჯიშების ახალი ხარისხის და ჰიბრიდების შემუშავებით არის დაკავებული. სელექციის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ენეტიკა, რადგან, მუტაციების ფიქსაციის მიზანმიმართულ მართვის საშუალებას, შეჯვარების შედეგების წინასწარმეტყველებას და ჰიბრიდების სწორად შერჩევას, სწორედ, გენეტიკის კანონების ცოდნა იძლევა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9