ატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5 - 55 მმ; იშვიათად 130მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. წარმოიქმნება ძლიერი, აღმავალი ჰაერის ნაკადებით კუმულონიმბუსის ღრუბლებში. სეტყვის უმეტესობა სფერული ან წაგრძელებულია, ზოგი კონუსური, ზოგი კი არათანაბარი და უსწორმასწორო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024