(ძველი.ბერძნული. σίδηρος - მეტეორიული რკინა და φιλέω - სიყვარული) – გარდამავალი ქიმიური ელემენტების ჯგუფი, რომელიც ძირითადად მიეკუთვნება ელემენტების პერიოდული სისტემის VIII ჯგუფს და მიდრეკილია დედამიწის ბირთვში ჩაძირვისკენ. ჩაძირვა, ძირითადად, იმიტომ ხდება, რომ ეს ელემენტები ადვილად იშლება რკინაში მყარ ან გამდნარ მდგომარეობაში. ეს სია მოიცავს Ru, Rh, Pd, Re, Os, Ir, Pt და Au. გარდა ამისა, Co და Ni შედის, როგორც ზომიერად სიდეროფილური ელემენტები. თუმცა, ზოგიერთ წყაროში ვოლფრამი (W) და Ag, მოიხსენება, როგორც სიდეროფილი ელემენტები. ელემენტების ატომური მოცულობების მათ ატომურ რიცხვებზე დამოკიდებულების მრუდზე სიდეროფილური ელემენტები მინიმუმში განლაგდება. ატომების ქიმიური და ფიზიკურითვისებების სიახლოვე, რომელიც დიდწილად განისაზღვრება გარე ელექტრონული გარსების სტრუქტურით, განაპირობებს მათ ერთობლივ არსებობას ბუნებაში. ვიქტორ გოლდშმიდტის (გერმ. Victor Moritz Goldschmidt, 1888 -1947) კლასიფიკაციის თანახმად, რომელიც აჯგუფებს ქიმიურ ელემენტებს ოთხ კატეგორიად, ქალკოფილსა და სიდეროფილ ელემენტებს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ქალკოფილური ელემენტები დედამიწის ზედაპირთან ახლოს, ხოლო სიდეროფილი ელემენტები დედამიწის ბირთვთან ახლოს გვხვდება. პრაქტიკაში, სიდეროფილ ელემენტებს არა აქვს მიდრეკილება ჟანგბადთან, Მაგალითად, ოქროს ოქსიდები უკიდურესად არასტაბილურია. ამ ელემენტებს შეუძლიათ ძლიერი ბმების შექმნა გოგირდის და ნახშირბადის ატომებთან. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მეტალის ბმების შექმნა რკინასთან დედამიწის ბირთვში. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ სიდეროფილი ელემენტების ჩაძირვას დედამიწის ბირთვთან ახლო რეგიონში. სიდეროფილი ელემენტების უმეტესობა ძვირფას ელემენტებად ითვლება; მაგალითად, ოქროს, ვერცხლს და პლატინას მაღალი ღირებულება გააჩნიათ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024