&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სიდ სით სიკ სილ სიმ სინ სის სიყ სიც

სითბოს კუნძული -

ურბანული სითბური კუნძული - მეტეოროლოგიური ფენომენი, რომლის დროსაც ურბანული სივრცის ტემპერატურა იზრდება მიმდებარე რაიონებთან მიმართებაში. ეს ძირითადად დაკავშირებულია ურბანულ პირობებში გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებთან, რამაც მისი თვისებების ტრანსფორმირება გამოიწვია: გამოსხივების უნარის (მაგალითად, მოკლე და გრძელტალღოვანი გამოსხივებათა სტრუქტურის ცვლილება), თერმული თვისებების (მაგალითად, თერმული სიმძლავრის ზრდა), აეროდინამიკურის (მაგალითად, ქარის საშუალო სიჩქარის შემცირება) ან ტენიანობის (მაგალითად, ფარდობითი ტენიანობის შემცირება). სითბოს კუნძულის ინტენსივობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის ტემპერატურის სხვაობა ქალაქსა და გარეუბნებს შორის. ამერიკისა და ევროპის დიდ ქალაქებში მას შეუძლია მიაღწიოს (მაქსიმალური ინტენსივობისას, ესეიგი. ღამით) 10-15 0C- მდე. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ტოკიოს სითბოს კუნძული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9