&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სიდ სით სიკ სილ სიმ სინ სის სიყ სიც

სინათლით დაბინძურება

გარემოს ფიზიკური დაბინძურების ფორმა, რომელიც უკავშირდება ტერიტორიის ბუნებრივი განათების დონის პერიოდულ ან ხანგრძლივ გადაჭარბებას, მათ შორის ხელოვნური განათების წყაროების გამოყენებით; ღამის ცის განათება ხელოვნური სინათლის წყაროებით, რომელთა სინათლე ატმოსფეროს ქვედა ფენებში იფანტება და ხელს უშლის ასტრონომიულ დაკვირვებებს და ცვლის ცოცხალი არსების ბიორითმებს. ამ ფენომენს ზოგჯერ სინათლის სმოგსაც უწოდებენ. სინათლის დაბინძურების ძირითადი წყაროა დიდი ქალაქები და სამრეწველო კომპლექსები. სინათლის დაბინძურება ინდუსტრიალიზაციის ფენომენს ახლავს თან და ძირითადად გვხვდება განვითარებული ქვეყნების მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. სინათლის დაბინძურება იქმნება ქუჩის განათებით, არქიტექტურული განათებით, შუქმფენი ბილბორდებით ან მძლავრი განათების წყაროებოთ, რომლებიც იძლევიან პარალელური სხივების კონას საჭირო მიმართულებით - პროჟექტორებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9