(ძველი.ბერძნული. σύν - ერთად და ეკოლოგია; სინონიმი - ბიოცენოლოგია) - ეკოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პოპულაციის, თემებისა და ეკოსისტემების ურთიერთობას გარემოსთან. სინეკოლოგია ხშირად განიხილება, როგორც ბიოცენოზების, ანუ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების მრავალსახოვანი საზოგადოების ცხოვრების მეცნიერება. სინეკოლოგია ან მცენარეული წარმონაქმნების მოძღვრება იყოფა შემდეგ განყოფილებებად: 1. ფიზიონომიური სინეკოლოგიის ამოცანაა აღწეროს მცენარეული წარმონაქმნები მათი შემადგენლობისა და „ფიზიონომიის“ („ცხოვრების ფორმების“) თვალსაზრისით; 2. გეოგრაფიული სინეკოლოგია შეისწავლის წარმონაქმნების გეოგრაფიულ განაწილებას რეგიონებში, მთის სარტყლებში და გეოლოგიურ სისტემებში (წარმონაქმნებში და სხვა.), რომლებიც მცენარეული საფარისთვის სუბსტრატს წარმოადგენს; 3. ეკოლოგიური სინეკოლოგია შეისწავლის მოცემული ჰაბიტატის საცხოვრებელ პირობებს, ცალკეულ ეკოლოგიურ ჯგუფებს, რომლებიც ქმნიან ამ წარმონაქმნს, წარმონაქმნების წარმოშობას, წონასწორობაში შენარჩუნების პირობებს და ცვლილებებს, რომლებსაც ისინი განიცდიან; 4. ისტორიული სინეკოლოგია შეისწავლის ცალკეული წარმონაქმნების ფლორისტულ ელემენტებს და მათი იმიგრაციის ისტორიას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024