(ბერძნული. synergia - ხელის შეწყობა) - ფაქტორების კომბინირებული ეფექტი, რომლის შედეგი აღემატება თითოეული კომპონენტის ეფექტს და მათ ჯამს. სინერგიზმი - ფაქტორების ურთიერთქმედება, რომელშიც ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ფაქტორების მოქმედების გავლენის ჯამი; ერთი ფაქტორის ზემოქმედების ძალის ზრდა გარემოში სხვა თანმხვედრი ფაქტორების არსებობისას. ასე მოქმედებს, მაგალითად, მრავალი ტოქსიკური ნივთიერება (პესტიციდები, მძიმე მეტალები), ტემპერატურა, ქარი და ჰაერის ტენიანობა, წყლის ტემპერატურა და მარილიანობა და ასე.შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024