ძველი.ბერძნული. σύστημα - "მთელი, ნაწილებისგან შემდგარი; შენაერთი") – ელემენტთა ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობებში და კავშირში იმყოფება, რაც გარკვეულ მთლიანობას, ერთიანობას ქმნის: 1. ნებისმიერი მატერიალურ - ენერგეტიკული ან ურთიერთდაკავშირებული მდგენელების კონცეპტუალური ერთობლიობა, რომელიც გაერთიანებულია პირდაპირი და უკუკავშირით ერთგვარ ერთიანობაში; 2. უამრავი ერთგვაროვანი ან სხვადასხვაგვარი ცალკეულობები, რომლებიც გარკვეულ უფრო ძლიერ ურთიერთობებში და კავშირებში არიან ერთმანეთთან, ვიდრე ბუნებრივ გარემოსთან დაამით ქმნიან ერთგვარ მთლიანობას, ერთიანობას; 3. თვითგანვითარებადი და თვითრეგულირებადი გარკვეული სახით მოწესრიგებული მატერიალურ - ენერგეტიკული კომპლექსი, არსებული, გარედან შემოსული და ამ ნივთიერებათა მთლიანობის მიერ პროდუცირებული ენერგიისა და ინფორმაციის ნაკრების ურთიერთქმედების, განაწილებისა და გადანაწილების ხარჯზე არსებული და მართული, როგორც შედარებით მდგრადი ერთიანი მთლიანობა და უზრუნველყოფილი შიდა კავშირების (მათ შორის მატერიისა და ენერგიის გადაადგილება და ინფორმაციის გადაცემა) მეტობით გარეგანზე. სიტყვა "სისტემა" შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მნიშვნელობით, კერძოდ: 1. გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე: 2. ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს; 3. დაჯგუფება, კლასიფიკაცია, მაგალითად, შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი ლინეს (Carl von Linné, 1707 - 1778) ბოტანიკური სისტემა; 4. სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავში - რებული ნაწილაკებისაგან. მაგალითად, მზის სისტემა, ნერვული სისტემა; 5. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა, მაგალითად, სოციალისტური სისტემა, კაპიტალისტური სისტემა, სახელმწიფოებრივი სისტემა; 6. რისამე მოწყობის, ორგანიზაციის ფორმა, წესი, მაგალითად, საარჩევნო სისტემა; 7. ორგანიზაციულად გაერთიანებულ წარმოებათა, დაწესებულებათა ერთობლიობა. ტერმინ „სისტემის“ გამოყენების აუცილებლობა ჩნდება იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ხაზი გავუსვათ, რომ რაღაც არის დიდი, რთული, ბოლომდე გასაგები და ამავე დროს მთლიანი, ერთიანი. კონცეფციებისგან "სიმრავლე", "ერთობლიობა", სისტემის კონცეფცია ხაზს უსვამს წესრიგს, მთლიანობას, წყობის კანონზომიერებისა და განვითარების ნიმუშების არსებობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024