&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სიდ სით სიკ სილ სიმ სინ სის სიყ სიც

სისტემური მიდგომა

სამეცნიერო შემეცნების მეთოდოლოგიის მიმართულება, რომელიც ემყარება ობიექტების, როგორც სისტემების შესწავლას. სისტემური მიდგომის მეთოდოლოგიური სპეციფიკა განისაზღვრება იმით, რომ ის მიმართავს კვლევას ობიექტის მთლიანობისა და მისი უზრუნველმყოფელი მექანიზმების აღმოჩენაზე, რთული ობიექტის მრავალფეროვანი კავშირების გამოვლენაზე და მათი ერთიან კანონზომიერებაში დაყვანაზე. სისტემური მიდგომა - სპეციალურად მეცნიერული შესწავლისა და სოციალური პრაქტიკის მეცნიერების ფილოსოფიისა და მეთოდოლოგიის მიმართულება, რომელიც ემყარება ობიექტების, როგორც სისტემების შესწავლას. სისტემური მიდგომა მიმართავს კვლევას ობიექტის მთლიანობისა და მისი უზრუნველმყოფელი მექანიზმების დადგენაზე, რთული ობიექტის მრავალსახოვან კავშირების ტიპების გამოვლენისა და ერთიან თეორიულ სურათში გაერთიანებისკენ. ცნებამ "სისტემური მიდგომა" (ინგლ. "systems approach") 1960-იანი წ-ის დასასრული - 1970-იანი წ-ის დასაწყისიდან ჰპოვა ფართო გამოყენება ინგლისურ და რუსულ ფილოსოფიურ და სისტემურ ლიტერატურაში. შინაარსით „სისტემური მიდგომა“-სთან ახლოს არიან ცნებები: „სისტემური კვლევები“, „სისტემურობის პრინციპი“, „სისტემების ზოგადი თეორია“ და „სისტემური ანალიზი“. ისტორიულად, მსოფლიო ობიექტებისა და შემეცნებითი პროცესების სისტემური შესწავლის იდეები გაჩნდა ანტიკურ ფილოსოფიაში (პლატონი, არისტოტელე), ფართო განვითარება მიიღო თანამედროვე ფილოსოფიაში (კანტი, შელინგი) და შეისწავლა მარქსმა კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის შესაბამისად. დარვინის მიერ შექმნილ ბიოლოგიურ ევოლუციის თეორიაში იყო ჩამოყალიბებული არა მხოლოდ იდეა, არამედ შეხედულება ცხოვრების ორგანიზაციის სუპრაორგანული დონის რეალობის შესახებ (ბიოლოგიაში სისტემური აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9