&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სიდ სით სიკ სილ სიმ სინ სის სიყ სიც

სიცოცხლე

მატერიის არსებობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება გარკვეულ პირობებში მისი განვითარების პროცესში. ვლინდება როგორც, ორგანული მოლეკულებისგან შემდგარი, მსხვილი სისტემების თვითშენარჩუნება, თვითრეპროდუქცია და თვითგანვითარება ნივთიერებებითა და ენერგიით ცვლის საფუძველზე როგორც სისტემის შიგნით, ისე მიმდებარე გარემოსთან. იგი ხასიათდება ამინომჟავებისა და შაქრების სარკისებრი ასიმეტრიით, მეტაბოლიზმით, ჰომეოსტაზით, სისტემური თვითმმართველობით, გარემოსთან ადაპტაციით, ცალკეული ინდივიდების ან მათი სოციალური კონგლომერატების (ფუტკარი, ჭიანჭველა, მარჯანი და ა.შ.) მობილობით, ფიზიკური და ფუნქციური დისკრეტულობით, ფორმების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით (5 მილიონამდე), ბიოსფეროს ცოცხალი ნივთიერების ზოგად ფიზიკურ -ქიმიური ერთიანობასთან. სიცოცხლის განვითარების უმაღლეს ფორმად იქცა მისი ბიოსოციალური ფორმა ადამიანისა და კაცობრიობის სახით. ადამიანის სიცოცხლე მიმდინარეობს ურთიერთდაკავშირებულ ბიოლოგიურ და სოციალურ განზომილებებში, როგორც მოვლენათა ჯაჭვი: დაბადება → ზრდა → მომწიფება დაბერება სიკვდილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9