(ინგლისური. smog) 1. აირისებრი და მყარი მინარევები (მტვრის ნაწილაკები) ნისლის წვეთებთან ერთად, რომლებიც წარმოიქმნებიან მათი ტრანსფორმაციის შედეგად და იწვევენ ჰაერის ინტენსიურ დაბინძურებას; 2. ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნებისმიერი ხასიათის ხილული ჰაერის დაბინძურების აღსანიშნავად; 3. ჰაერის დაბინძურების ტიპი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სიტყვა „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში ტერმინების - კვამლისა (ინგლისური. smoke) და ნისლის (ინგლ. fog) შერწყმის შედეგად. სმოგის წარმოქმნის ერთ - ერთი მთავარი მიზეზია სათბობი და სამრეწველო სისტემების მიერ წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად დიდი რაოდენობით გამოყოფილი მავნე მინარევები, როგორიცაა: ნისლის ნაწილაკების ჭვარტლი, გოგირდის ოქსიდები და სხვა კომპონენტები. იგი შესაძლებელია გახდეს სუნთქვის ორგანოების და სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზი. თავდაპირველად სმოგი განიხილებოდა როგორც კვამლი, რომელიც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნახშირის წვის შედეგად (კვამლისა და გოგირდის დიოქსიდის SO2 შერევით).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024