&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სმო

სმოგი ლონდონის ტიპის

(ნოტიო) - გაზური დამაბინძურებლების (ძირითადად გოგირდის დიოქსიდის), მტვრის ნაწილაკების და ნისლის წვეთების შეხამება. ლონდონის ტიპის სმოგი ზამთარში გვხვდება დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში არახელსაყრელი ამინდის პირობებში, როგორიცაა უქარო ამინდისა და ტემპერატურული ინვერსიის შეხამება. ლონდონის ტიპის სმოგი ზამთარში გვხვდება დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში არახელსაყრელი ამინდის პირობებში, როგორიცაა უქარო ამინდისა და ტემპერატურული ინვერსიის შეხამება. ტემპერატურული ინვერსია გამოიხატება ატმოსფეროს გარკვეულ ფენაში სიმაღლესთან. ტემპერატურული ინვერსია გამოიხატება ატმოსფეროს გარკვეულ ფენაში სიმაღლესთან ერთად ჰაერის ტემპერატურის მატებით (ჩვეულებრივ, დედამიწის ზედაპირიდან 300 - 400 მ ინტერვალში) ჩვეულებრივი შემცირების ნაცვლად. შედეგად, მკვეთრად ირღვევა ატმოსფერული ჰაერის ცირკულაცია, ბოლი და მავნე მინარევები ვერ გადადიან ატმოსფეროს ზედა ფენებში და ფერხდება მათი გაფანტვის პროცესი. ამასთან ნისლიანობა არ არის იშვიათი. მხოლოდ ქარს შეუძლია გაფანტოს სმოგი და მოგსაშიში სიტუაციის ნიველირება - დამაბინძურებლების გამოყოფის შემცირებითაა შესაძლებელი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9