&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სმო

სმოგი ფოტოქიმიური

(ლოს-ანჯელესის ტიპის, მშრალი) - ჰაერის მეორადი (კუმულაციური) დაბინძურება, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივების მოქმედებით, განსაკუთრებით ულტრაიისფერით, დამაბინძურებელ ნივთიერებათა დაშლის შედეგად. 1950-ან წლებში, კალიფორნიაში, ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ჰაგენ-სმიტმა (ინგლისური. Arie Jan Haagen-Smit,1900-1977) პირველად აღწერა ახალი ტიპის სმოგი - ფოტოქიმიური, რომელიც შემდეგი დამაბინძურებელი კომპონენტების, როგორებიცაა: აზოტის ოქსიდები (აზოტის დიოქსიდი წიაღისეული საწვავის წვის პროდუქტები); ტროპოსფერული (მიწისპირა) ოზონი; აქროლადი ორგანული ნივთიერებები (ბენზინის ორთქლები, გამხსნელები, პესტიციდები და სხვა ქიმიკატები); ნიტრატის პეროქსიდი - შერევის შედეგად წარმოიქმნება. ყველა ჩამოთვლილი ქიმიკატი, როგორც წესი, ქიმიურად ძალზე აქტიურია და ადვილად იჟანგება, ამიტომ ფოტოქიმიური სმოგი თანამედროვე ცივილიზაციის ერთ - ერთ მთავარ პრობლემად არის მიჩნეული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9