(ბერძნული. στενός - ვიწრო და βίον - ცოცხალი) - ორგანიზმები, რომელთა ნორმალური არსებობა შესაძლებელია გარემო პირობების ცვლილების ვიწრო საზღვრებში -ტემპერატურის (სტენოთერმული ორგანიზმები), ტენიანობის ტენოჰიდრიდული ორგანიზმები), საკვების არჩევანის (სტენოფაგები) და ასე.შემდეგ.; ცხოველები და მცენარეები, რომელთაც გააჩნიათ გარემოს შედარებით მუდმივ პირობებში არსებობის უნარი. სტენობიონტებს განეკუთვნება მრავალი პარაზიტი და სიმბიონტი, რომელთაც აქვთ მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობის არმომადგენელთან თანაცხოვრების უნარი, აგრეთვე ოკეანეების სიღრმეში, მღვიმეებში, ტენიან, ტროპიკულ ტყეებში, მაღალმთიან რაიონებში ბინადარი მრავალი ცხოველი. სტენობიონტებია მანული, პრომეთეს მემინდვრია, ტიბეტის ბზეგანზე მცხოვრები იაკი, ჩიმბორასოს პიკზე მობინადრე კოლიბრი და სხვა. სტენობიონტობის უნარი ზღუდვს განსახლების შესაძლებლობას და განაპირობებს სახეობათა ლოკალურ გავრცელებას (ვიწრო არეალი). სტენობიონტებს უპირისპირდება ევრიბიონტები
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024