ბუნებრივი მოვლენა, რომელიც საგანგებო ხასიათს ატარებს და იწვევს მოსახლეობის ნორმალური საქმიანობის დარღვევას, ადამიანების სიკვდილს, მატერიალური ფასეულობების ნგრევას და განადგურებას. სტიქიური უბედურებები შეიძლება მოხდეს როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ასევე ურთიერთკავშირში: ერთ-ერთმა შეიძლება გამოიწვიოს მეორე ზოგიერთი მათგანი ხშირად წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად (მაგალითად, ტყის და ტორფის ხანძარი, სამრეწველო აფეთქებები მთიან რაიონებში, კაშხლების მშენებლობის დროს, კარიერების დამუშავება, რაც ხშირად იწვევს მეწყერს, თოვლის ზვავს, მყინვარულ ნგრევას და ასე.შემდეგ.). შემთხვევის წყაროს მიუხედავად სტიქიური უბედურებები ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბით და ცვალებადი ხანგრძლივობით - რამდენიმე წამიდან და წუთიდან (მიწისძვრები, ზვავები, ლიმნოლოგიური კატასტროფები) რამდენიმე საათამდე (ღვარცოფი), დღეები (მეწყერი) და თვეები ( წყალდიდობა).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024