&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტოკსის ფორმულა

1851 წელს ირლანდიური წარმოშობის ინგლისელმა მათემატიკოსმა, მექანიკოსმა და ფიზიკოსმა სერ ჯორჯ გაბრიელ სტოკსმა (ინგლ. Sir George Gabriel Stokes, 1819-1903) გამოიყვანა ფორმულა წევის ძალისთვის F, რომელიც მოქმედებს პატარა მყარ ბურთულაზე მისი ნელი ერთგვაროვანი მოძრაობისას შეუზღუდავ ბლანტ სითხეში. სტოკსის ფორმულას აქვს სახე: F = 6πRηu სადაც R და u ბურთულას რადიუსი და სიჩქარეა, ხოლო η - სითხის სიბლანტის დინამიური კოეფიციენტია. კანონი მართებულია ძალიან მცირე რადიუსების შემთხვევაშიც და მოგვიანებით ალბერტ აინშტაინმა გამოიყენა იგი შაქრის მოლეკულის რადიუსის გასაზომად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9