&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სუბ სუკ სურ

სუკცესია

(ლათინური. successio - მემკვიდრეობითობა) - ეკოსისტემის არსებობის პირობების ცვლილებებით განპირობებული მისი განვითარება; გარკვეულ არეალში ერთი ბიოცენოზების კანონზომიერი მიმდევრობითი ჩანაცვლება სხვებით. პირველადი სუკცესია - ადრე დაუსახლებელ ტერიტორიაზე (მაგალითად, კლდის ზედაპირზე) რამოდენიმე სტადიის გავლით კლიმაქსური ეკოსისტემის (ანუ ისეთის, რომელშიც ყველა ორგანიზმის პოპულაციები წონასწორობაშია ერთმანეთთან და აბიოტურ ფაქტორებთან) ეტაპობრივი ფორმირება. მეორადი სუკცესია - მთელი რიგი ეტაპების გავლის შემდეგ კლიმაქსური ეკოსისტემის აღდგენა იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი ადრე განადგურდა. ეკოლოგიური სუკცესია არის ეკოლოგიური საზოგადოების სახეობრივი სტრუქტურის დროთა განმავლობაში ცვლილების პროცესი. დროის მასშტაბი შეიძლება იყოს ათწლეულები (მაგალითად, ხანძრის შემდეგ), ან თუნდაც მილიონობით წელი მასობრივი გადაშენებიდან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9