&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სუბ სუკ სურ

სუკცესია ანთროპოგენური

ეკოსისტემაზე ადამიანის ეკონომიკური საქმიანობით, მისი პირდაპირი ან ირიბი გავლენით გამოწვეული სუკცესია. სუკცესია ანთროპოგენური გამოწვეულია ან მუდმივად მოქმედი გარე ფაქტორით (ძოვა, გათელვა, დაბინძურება), ან წარმოადგენს, ადამიანის მიერ მათი დაზიანების შემდგომ, ეკოსისტემის აღდგენის პროცესს, (ნასვენი მიწების გაბარდვა, საძოვრების აღდგენა ინტენსიური ძოვების შეწყვეტის შემდეგ, ტყეების აღდგენა მათი გაჩეხის შემდეგ და ასე.შემდეგ.) საჭიროა ანთროპოგენური სუკცესიის ეკოლოგიური მონიტორინგი, რათა მოხდეს მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება და შემუშავდეს მიდგომები ანთროპოგენური სუკცესიის მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ზიანი, რომელსაც ადამიანი აყენებს ბიოსფეროს. სუკცესიები ანთროპოგენური - მრავალფეროვანია. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხანგრძლივობა (რამდენიმე წლიდან - ათასწლეულებამდე), იყოს პროგრესული (თან ახლდეს ეკოსისტემების ბიოლოგიური პროდუქციის ზრდა და მათი სახეობების სიმდიდრე), ან რეგრესული (ამ ინდიკატორების მაჩვენებლები მცირდებიან).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9