&
K R

სა სე სი სმ სო სპ სტ სუ
სუბ სუკ სურ

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

FAO (Food and Agricultural Organization of the United Nations – FAO) გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც დაარსდა 1945 წელს, რათა ხელო შეუწყოს მსოფლიოში კვების რესურსებთან დაკავშირებული პრობლემათა გადაჭრას და სოფლისა და სარეწაო მეურნეობათა განვითარებას. იგი აგრარული ვექტორის ეფექტურობას მდგრადი განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას უკავშირებს და ემსახურება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს. FAO ასევე არის ცოდნისა და ინფორმაციის წყარო, და ეხმარება განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის პრაქტიკის მოდერნიზებაში და გაუმჯობესებაში, ყველასათვის კარგი კვებისა და კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.საქართველო ი. საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა გახდა 1995 წლის 20 ოქტომბერს. 2004 წელს FAO-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სუბ-რეგიონულ წარმომადგენელს მიენიჭა საქართველოში FAO-ს წარმომადგენელის უფლებამოსილება, ხოლო ამავე წლის 4 ნოემბერს საქართ-ველოში ოფიციალურად გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი. საქართველოში FAO-ს მანდატია მხარი დაუჭიროს ქვეყნის ძალისხმევას სასურსათო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9