მცენარეულობის ტიპი და გეოგრაფიული არეები წიწვოვანი ტყეების უპირატესობით. ტყის ზონა, რომელიც გარს ერტყმის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს - ჩრდილოეთით არქტიკულ -სუბარქტიკულ ტუნდრასა და სამხრეთით სტეპებს, ფოთლოვან ტყეებსა და პრერიებს შორის მდებარე ტყის მცენარეულობის ზონა. ასევე ცნობილია როგორც ბორეალური ტყე. ტაიგა - ბიომი, რომელიც ხასიათდება წიწვოვანი ტყეების (ნაძვის, სოჭის, რბილწიწვიანას, ფიჭვის, მათ შორის კუდარის ბორეული სახეობების) სიჭარბით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024