&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტაი ტაქ

ტაიფუნი

(ინგლისური. – typhoon) - წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (ა. გ. 170°- მდე) ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სახელწოდება. ტაიფუნი გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარითდა აღწევს ინდოჩინეთის, ჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 30-50 კმ/სთ (ზოგჯერ 100 კმ/სთ) სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილის კუნძულებს და კამჩატკასაც. წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე. ტაიფუნს თან სდევს ზღვის ძლიერი ღელვა და რამდენიმე ასეული ატმოსფერული ნალექი. იაპონიისთვის განსაკუთრებულად დამანგრეველი აღმოჩნდა 1991 წლის სეზონი, სადაც ტაიფუნის წნევამ 870 - 878 მბარ-ს მიაღწია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9