ზედაპირული აქტიური ნივთიერება - ქიმიური ნაერთი, რომელიც კონცენტრირდება თერმოდინამიკური ფაზების ინტერფეისზე, იწვევს ზედაპირული დაძაბულობის შემცირებას. საპნებთან ერთად, სინთეზური ზედაპირული აქტიური ნივთიერება სარეცხი საშუალებების მთავარი აქტიური ინგრედიენტია; ტენზიდები შედიან სარეცხი - საწმენდი საშუალებების (საპონი, სარეცხი ფხვნილი) შემადგენლობაში, გარემოში ნელა იშლებიან, ტოქსიკურნი არიან წყლის ეკოსისტემის მრავალი ბინადრების მიმართ, იწვევენ ადამიანის კანის დაავადებებს; თანმხლები ზედაპირული აქტიური ნივთიერებები - ქიმიური ნაერთებია, რომლებსაც აქვთ ზედაპირულად აქტიური ნივთიერების თვისება, მაგრამ გამიზნულია ძირითადი ზედაპირულად აქტიური ნივთიერების შენარჩუნებაზე, გაძლიერებაზე, გააქტიურებაზე და მათი სხვა თვისებების გაძლიერებაზე. მაგალითად, ცუდად ხსნადი კომპონენტების ხსნადობის გასაზრდელად ან ქაფის უნარის შესანარჩუნებლად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024