&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტერასა

(ფრანგული. terrasse - მოედანი) - ჰორიზონტალური ან ოდნავ დახრილი ბაქანი, რომელიც შემოსაზღვრულია წამოწეული რაფისებრი საყრდენით. სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილი ბუნებრივი საფეხურები მთის კალთებზე, ხეობის ფერდობებზე, ტბისა და ზღვის ნაპირებზე. განარჩევენ შემდეგი წარმოშობის ტერასებს: მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურს და შერეულ ტერასებს. ყველაზე მაღალი ტერასა ყველაზე ძველია, დაბალი -ახალგაზრდა. ტერასა (არქიტექტურა) - ღია იატაკი წინასწარ მომზადებულ ფუძეზე (ჩვეულებრივ საყრდენებზე). ტერასა პარკებსა და ბაღებში - ბუნებრივი ან ხელოვნური წარმოშობის ჰორიზონტალური ბაქანი, რომელიც მოცემული ადგილის ფერდობზე ქმნის რაფას. დედამიწის ზედაპირზე ტერასები შეიძლება იყოს მდინარეების, ტბებისა და ზღვიური. მათი წარმოქმნა ასოცირდება ზედაპირული წყლების გეოლოგიურ აქტივობასთან და, გეოლოგიური აგებულობით განპირობებული, სტრუქტურული ახასიათებლებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9