მდინარის ხეობის ფერდობებზე ჰორიზონტალური ან ოდნავ დახრილი უბნები, რომლებიც ალუვიუმისგან შედგება და განლაგებულია უძველესი ჭალის დონეზე. თუ არსებობს რამდენიმე ტერასა - ისინი ქმნიან სხვადასხვა ასაკის საფეხურებს, გამოხატულთ ხეობის განივ პროფილში. როგორც წესი, არ იტბორებიან წყალდიდობების დროს. როგორც წესი, ტერასები ჩნდება, როდესაც ეროზიის ფენა იშლება და მდინარე ქმნის ახალ წონასწორობის პროფილს: კალაპოტი ეშვება, ჭრის ჭალის ჭრილს, რომელიც ტერასად იქცევა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024