&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტერიტორია განსაკუთრებულად დაცული

სივრცე, რომელიც გამოირჩევა მასზე განლაგებული ობიექტებისა და ბუნებრივი მოვლენების (ეკოსისტემები, გეიზერები, პარკები და ასე.შემდეგ.) მაღალი ღირებულებით, იგი ექვემდებარება კანონით დაცვას. დაცული ტერიტორიების სისტემა სხვადასხვა კატეგორიისგან შედგენილი ქსელია, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა. დაცული ტერიტორია ის ტერიტორიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები და კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (ინგლისური. International Union for Conservation of Nature - IUCN) არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა ბუნების კონსერვაცია/დაცვა. კავშირი 1948 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში დაარსდა. მისი შტაბბინა შვეიცარიის ქალაქ გლანდიში მდებარეობს. კავშირი მსოფლიოს 82 ქვეყანას, 111 სამთავრობო უწყებას, 800 არასამთავრობო ორგანიზაციას და მსოფლიოს 181 ქვეყნის 10 000 მეცნიერსა და ექსპერტს აერთიანებს. IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები. ტერმინი "დაცული" მოიცავს საზღვაო დაცულ ტერიტორიას (ინგლისური. Marine Protected Area , რომლის საზღვრებში შედის საზღვაო სივრცის ნაწილი. მსოფლიოში 147000-ზე მეტი დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები. ტერმინი "დაცული" მოიცავს საზღვაო დაცულ ტერიტორიას (ინგლისური. Marine Protected Area ), რომლის საზღვრებში შედის საზღვაო სივრცის ნაწილი. მსოფლიოში 147000-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება; დაცული ტერიტორიები მოიცავს 19,300,000 კმ2 , ანუ მიწის ზედაპირის 13% - აღემატება აფრიკის ფართობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9