&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტექნოგენეზი

ბერძნული. techne - ხელობა და genesis - წარმოშობა) 1. მატერიალური, კულტურისა და ტექნიკის განვითარების პროცესი, რომელიც ბუნებრივსა და ადამიანის გარემოს ცვლილებებს იწვევს; 2. გეოქიმიური და გეოფიზიკური პროცესების ნაკრები ბუნებრივ კომპლექსებში, რომლბიც დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან. ტექნოგენეზი შეიცავს: ბუნებრივი გარემოდან ქიმიური ელემენტების მოპოვებას (ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, და მათ კონცენტრაციას; ნაერთებში შემავალი ქიმიური ელემენტების გადაწყობას და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებას; ახალი ქიმიური ნივთიერებების შექმნას; ტექნოგენეზში ჩართული ელემენტების დისპერსიას ბუნებრივ გარემოში. ტექნოგენეზი (ან "ანთროპიზაცია") - ლანდშაფტების ცვლილებები ადამიანის სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო საქმიანობის გავლენით. ტექნოგენეზი შედგება ბიოსფეროს ტრანსფორმაციაში, რომელიც გამოწვეულია მექანიკური, გეოქიმიური და გეოფიზიკური პროცესების კომბინაციით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9