ტექნოგენეზით გამოწვეული, ანთროპოგენური ფაქტორების უმეტესი ნაწილი. ეს არის ფაქტორები, რომლებიც წარმოიშვა ადამიანის საწარმოო საქმიანობის შედეგად: ბუნებრივი რესურსების ამოღება, ლანდშაფტის გარდაქმნა, გარემოს დაბინძურება. ესენია ადამიანის ზემოქმედების კომპლექსი ბუნებრივი გარემოს კომპონენტებზე (ატმოსფეროზე, ლანდშაფტებზე, მთის კლდეების მასივებზე, ჰიდროსფეროზე), რაც განაპირობებს მისი პირობების ნეგატიურ ცვლილებებს, რომლებიც პროვოცირებენ ფართო სპექტრის საშიში ტექნობუნებრივი პროცესების განვითარებასა და გააქტიურებას, რაც იწვევს შენობა - ნაგებობათა განადგურებას, გარემოს დაბინძურებასა და ტერიტორიების განვითარების ბუნებრივი რეჟიმის რღვევას. ტექნოგენურად დატვირთულ ტერიტორიებზე ბუნებრივი საშიშროების დონის ზრდის ძირითადი მიზეზია - ნორმების, წესების, მშენებლობისა და ობიექტების მუშაობის რეჟიმების დაუცველობა, ტექნოგენეზის ყველა შედეგისა და ბუნებრივი სისტემების თვითრეგულირების მექანიზმების არასაკმარისი გათვალისწინება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024