&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტექნოლოგია

(ძველი.ბერძნული. τέχνη - ოსტატობა და λόγος - სიტყვა, ცნება) - წარმოების პროცესში გამოყენებული დამუშავების, წარმოების, მასალების ან ნახევარფაბრიკატების თვისებების და ნედლეულის ფორმის შეცვლის მეთოდების ერთობლიობა მზა პროდუქციის მისაღებად და, ასევე, წარმოების მეთოდების სამეცნიერო აღწერა. სამეცნიერო გამოყენებაში ტერმინი "ტექნოლოგია" შემოიტანა 1772 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ბექმანმა (გერმ. Johann Friedrich Beckmann, 1739 - 1811) მეთოდებისა და ინსტრუმენტების ნაკრები სასურველი შედეგის მისაღწევად. ფართო გაგებით, სამეცნიერო ცოდნის გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად. ტექნოლოგია მოიცავს მუშაობის მეთოდებს, მის რეჟიმს, მოქმედებათა თანმიმდევრობას. ტექნოლოგია არის შედარებით ახალი, მრავალმხრივი ტერმინი, რომლის ზუსტი განმარტება ვერ ხერხდება ამ კონცეფციის მნიშვნელობის მუდმივი განვითარების გამო, როგორც თავისთავად, ასევე მიმართებით სხვა, თანაბრად ფართო კონცეფციებთან, როგორებიცაა, მაგალითად: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა, რელიგია, ბუნება და სხვ. მე - 20 - ე საუკუნის დასაწყისისთვის ტერმინი "ტექნოლოგია", ინსტრუმენტებისა და მანქანების დამატებით, საშუალებების, პროცესებისა და იდეების ერთობლიობას მოიცავდა. ხოლო საუკუნის საშუალო წლებისთვის ეს გაგებაგანიმარტებოდა ფრაზებით "საშუალებები ან საქმიანობა, რომელთა დახმარებით ადამიანი გარდაქმნის თავის ბინადრობის გარემოს და მანიპულირებს მით". როგორც განმარტებებიდან ირკვევა, ტექნოლოგია, ვიწრო გაგებით, კონკრეტული ამოცანის კონტროლირებადი შედეგით ამოხსნის ხერხს ნიშნავს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9