&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ალა ალგ ალდ ალე ალო ალპ ალტ ალუ ალფ

ალუვიონი

ალუვიური ნალექი (ლათ. alluvio - ნარიყი, ნაყარი) - მდინარეული ნალექი.შედგება გამოფიტვით და უშუალოდ მდინარეული წყლის მოქმედებით დაშლილი ქანების სახვადასხვაგვარად დამუშავებული და დახარისხებული მასალისაგან, რომელიც გრანულომეტრიული შედგენილობით შეიძლება იყოს კაჭარი, რიყის ქვა, ხვინჭკა, ქვიშა,თიხნარი და თიხა. მდინარეების ჭალა და ტერასები უმეტესად ამ ნალექებითაა აგებული.ალუვიური დანალექები პირველად იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ცალკეული ტიპი, ინგლისელი გეოლოგის უილიამ ბაკლენდის მიერ 1823 წელს (William Buckland,1784 – 1856). რუსეთის იმპერიაში ტერმინი "ალუვიუმი" პირველად გამოიყენა ცნობილმა გეოლოგ - ნიადაგმცოდნემ ვასილი დოკუჩაევმა 1878 წელს (რუსულად., Василий Васильевич Докучаев, 1846 - 1903):). მას შემდეგ შენარჩუნებულია ტრადიცია, რომ ჰოლოცენის ეპოქაში წარმოქმნილ ყველა ახალ კონტინენტურ დანალექს ალუვია ვუწოდოთ
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილის
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9