ტექნოლოგია, რომელიც აგებულია ბუნებისათვის დამახასიათებელი პროცესების ტიპზე, ზოგჯერ კი, როგორც მათი პირდაპირი გაგრძელება. ტექნოლოგია ეკოლოგიური, ”მწვანე ტექნოლოგია” ან ”სუფთა ტექნოლოგია” - არის ერთი ან მეტი ეკოლოგიური მეცნიერების, მწვანე ქიმიის, ეკოლოგიური მონიტორინგის და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, მონიტორინგის, მოდელირებისა და ბუნებრივი გარემოსა და რესურსების შენარჩუნებისა და, ასევე, ადამიანის მონაწილეობის ნეგატიური შედეგების შეზღუდვისთვის. ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ენერგიის მდგრადი წარმოების ტექნოლოგიების აღსაწერად, როგორიცაა ფოტოელექტრობა, ქარის ტურბინები, ბიორეაქტორები და ასე.შემდეგ. მდგრადი განვითარება არის ეკოლოგიური ტექნოლოგიების საფუძველი ეკოლოგიური პრობლემებთან მიმართებით, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სოციალურად სამართლიანი, ეკონომიკურად ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო. ეკოლოგიური ტექნოლოგიის ამოცანაა ნედლეულისა და პროდუქტების გადამუშავების ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების და ტექნიკის შემუშავება და დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მთლიანად აღკვეთონ ან მკვეთრად შეამცირონ ჩამდინარე წყლებით მავნე ნივთიერებათა ჩაშვება. ახალი ტექნოლოგიური პროცესები უნდა შეიქმნას საწყისი ნედლეულისა და მასალების კომპლექსური გამოყენების საფუძველზე. ტერმინი ტექნოლოგიები ეკოლოგიური ასევე ელექტრონული მოწყობილობების კლასის აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ რესურსების მდგრად მართვას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024