ტექნოლოგია, რომელიც მყარი, თხევადი, გაზური და თერმული ნარჩენებისა და ემისიების მინიმალური რაოდენობის მიღების საშუალებას იძლევა. მცირენარჩენიანი ტექნოლოგია შუალედური ეტაპია უნარჩენო ტექნოლოგიის შექმნამდე, რაც გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესის მიახლოებას დახურულ ციკლთან. ამ ტექნოლოგიის პროცესში, გარემოზე მავნე ზემოქმედება არ აღემატება დადგენილ სანიტარულ ნორმებს. ნედლეულის ნაწილი კვლავ ნარჩენებად იქცევა და გრძელვადიან შენახვას ან განკარგვას ექვემდებარება. უნარჩენო ტექნოლოგიასთან მიახლოების ხარისხის შეფასება წარმოების მატერიალური ინდექსის გამოყენებით არის შესაძლებელი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024