საბოლოო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია წარმოების ციკლის ყველა ეტაპზე მატერიისა და ენერგიის მინიმალური მოხმარებით, ხოლო ადამიანზე და ბუნებრივ სისტემებზე ნაკლები ზემოქმედებით. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ღონისძიებათა მთელი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს რესურსების მოხმარების მნიშვნელოვან შემცირებას, ხოლო პროდუქტის ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნებას. ამასთან, იდეალურ შემთხვევაში, ცდილობენ მიაღწიონ ნედლეულის მოხმარების მაქსიმალურად დაბალ დონეს. რესურსდამზოგავ ტექნოლოგიაში პროცესების შერჩევითობის ამაღლების წყალობით, ქვეპროდუქტებისა და ნარჩენების შეკავებითა და უტილიზაციით, ტექნოლოგიური აღჭურვილობის და მატერიალური ნაკადების ლოკალური გაწმენდის მეთოდების გაუმჯობესებით, მათი წარმოებაში დაბრუნების მიზნით, ნედლეულისა და ენერგიის მაქსიმალურად შესაძლო გამოყენება მიიღწევა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024