(ესპ. tornar - მობრუნება) - გრიგალის სახელი ჩრდილოეთ ამერიკაში. ხასიათდება უკიდურესად მაღალი განმეორებადობით. წარმოადგენს, მბრუნავი სვეტის მაგვარ, ატმოსფერულ მორევს ჰაერის ნაკადის ბრუნვის მაღალი სიჩქარით. ის მოძრაობს 20 მ/წმ სიჩქარით და დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა ობიექტს ისრუტავს, რასაც მნიშვნელოვანი ნგრევები მოაქვს. ტორნადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) - ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300 მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ-ს. ითვლება, რომ ტორნადოს სიხშირე და დესტრუქციული ძალა მნიშვნელოვნად გაიზარდა სათბურის ეფექტის გამო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024