ნახევრად დაშლილი მცენარეული ნარჩენების დაგროვება ნიადაგის ზედაპირზე მათი შენელებული ჰუმიფიკაციისა და ზედმეტი ტენიანობის პირობებში მინერალიზაციის შედეგად. ტორფის წარმოქმნა უნდა ჩაითვალოს ბიოქიმიურ პროცესად, რომელიც ენერგიულად მიმდინარეობს ზედა ტორფოგენურ (ტორფის ფორმირების) ფენაში და ნელა - საბადოს ღრმა ფენებში. ამ რთულ პროცესში გამოიყოფა: 1. ტორფის წარმომქმნელი მცენარეების მატება (წრფივი ზრდა და მცენარის მასის მატება) 2. ტორფის ფორმირების ფაქტობრივი პროცესი; და 3. ტორფნარის მატება მთლიანობაში (ტორფის ფენის სიმძლავრის ზრდა)
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024