ის ხარისხია, რომლითაც ქიმიურმა ან ნივთიერებების გარკვეულმა ნარევმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ზოგადად არსებობს ტოქსიკური ნივთიერებების ხუთი ტიპი: ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური, რადიაციული და ქცევითი ტოქსიკურობა. ტოქსიკურობა შეიძლება ეხებოდეს ზემოქმედებას მთელ ორგანიზმზე, როგორიცაა ცხოველი, ბაქტერია ან მცენარე, ისევე როგორც ზემოქმედებას სხეულის სუბსტრუქტურაზე, როგორიცაა უჯრედი (ციტოტოქსიკურობა) ან ორგანო, როგორიცაა ღვიძლი (ჰეპატოტოქსიურობა). უფრო ფართოდ, სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტაფორულად, რათა აღწეროს ტოქსიკური ზემოქმედება უფრო დიდ, უფრო რთულ ჯგუფებზე, როგორიცაა ოჯახი ან მთლიანად საზოგადოება. ზოგჯერ ეს სიტყვა ყოველდღიურ გამოყენებაში მეტ ნაკლებად მოწამვლის სინონიმია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024