წყლის უნარი წყლის ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროცესში გამოიწვიოს დარღვევები მასში მავნე ნივთიერებების არსებობის გამო. წყლის ტოქსიკურობის დადგენა შესაძლებელია ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებსაც იყენებენ წყლის მონიტორინგისა და კონტროლის სამთავრობო სამსახურები. ბიოლოგიური მეთოდები პირობითად შეიძლება დაიყოს ბიოინდიკაციის მეთოდებად და ბიოტესტირების მეთოდებად. მეთოდების თითოეულ ჯგუფს აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024