გარემოს დაბინძურება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყნის ან მთელ კონტინენტთა ტერიტორიას და წარმოიქმნება დამაბინძურებლების ტრანსსასაზღვრო (ერთი ქვეყნიდან მეორეში) გადატანის შედეგად. სხვადასხვა წყაროდან გამომდინარე, მავნე ნივთიერებები ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ილექებიან დედამიწის ზედაპირზე და შედიან ქიმიურ ურთიერთქმედებებში გარემოს კომპონენტებთან. ბინადრობის დროის, ანუ ატმოსფეროში დამაბინძურებელი მოლეკულების არსებობობის მიხედვით, მავნე ნივთიერებები იყოფა 2 ტიპად: მოკლევადიანი - ჟანგბადი, ვერცხლისწყალი, აზოტის ოქსიდები. ისინი ქმნიან ლოკალურ, ნაკლებად ხშირად - რეგიონალურ დაბინძურებულ ადგილებს; რძელვადიანი - ფრეონები, ნახშირბადის მონოქსიდი. ასეთი ნივთიერებები გროვდება ატმოსფეროში. 1979 წელს გარემოს დაცვის მიზნით მიღებულ იქნა კონვენცია ჰაერის ტრანსსასაზღვრო, შორ მანძილზე დაბინძურების შესახებ, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024