(ლათინური. trans - გადაღმა და spirare - სუნთქვა) - წყლის აორთქლება მცენარეთა მიერ. მცენარე წყალს ძირითადად ფოთლებიდან აორთქლებს. წყლის ორთქლი მეზოფილის უჯრედებიდან ატმოსფეროში გამოიყოფა ბაგეების გზით (ბაგური ტრანსპირაცია). ამ პროცესის მეშვეობით წარმოიქმნება წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების ნაკადი ფესვებიდან ფოთლებისაკენ. ასრულებს თერმორეგულაციის ფუნქციას, იცავს რა მცენარეების გადახურვისაგან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024