&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტრა ტრო

ტროფიკული დონე

ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ღებულობენ, საკვებად გარდაქმნილ, მზისა და ქიმიური რეაქციების ენერგიას (ავტოტროფებისაგან) კვების ჯაჭვის შუამავლების საშუალებით. არსებობს ხუთი ტროფიკული დონე: - პირველი დონე (შუამავლების გარეშე) - პროდუცენტები (მწარმოებლები); - მეორე - პირველადი კონსუმენტები (მომხმარებლები - ბალახოვანი ორგანიზმები); - მესამე - მეორადი კონსუმენტები (მეორადი მომხმარებლები - მტაცებლები) და პირველადი კონსუმენტების პარაზიტები; - მეოთხე - მეორადი მტაცებლები (სხვა მტაცებლებზე თავდამსხმელები), მეორადი კონსუმენტების პარაზიტები; - მეხუთე - მაღალი რიგის ზეპარაზიტები. ისინი წარმოადგენენ ორგანიზმთა ერთობლიობას, ან ორგანიზმების სახეობებს, რომლებსაც აქვთ იგივე პოზიცია საკვები და ენერგიის ნაკადში ეკოსისტემის შიგნით. საერთოდ, არსებობს სამი ძირითადი ტროფიკული დონე: პირველადი მწარმოებლები, და დამშლელები. ძირითადი მწარმოებლები არიან ქიმიოსინთეტიკური მცენარეები, წყალმცენარეები და პროკარიოტები. მომხმარებელთა შიგნით არის სხვადასხვა დონე, ბალახისმჭამელები და მტაცებლები. დაბოლოს - გამშლელები სოკოების და პროკარიოტების დიდი ჯგუფია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9